პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოსა და ბრიუსელში, სადაც მან ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობის პროცესში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა. მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე პრეზიდენტს აქვს სურვილი ხალხს ანგარიში 5 მარტს წარუდგინოს.
მსხილაძემ ხაზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გაუსვა და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იცვლება სიტუაცია ყოველწამიერად, პრეზიდენტის თხოვნაა, არ შეიცვალოს თარიღი და პლენარული სხდომა 5 მარტს ჩატარდეს.