საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე კურთხევა სთხოვა.
“მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე”, — ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხვალ, 16 დეკემბერს კი, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.