გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
შაბათი, ივლისი 2, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

პრემიერი: ლენდ კაზინოების ბიზნესს ექნება ხელშეწყობა და სტიმულირება, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს

დეკემბერი 18, 2021
ათწლიანი განვითარების გეგმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი ინიციატივით ონლაინ კაზინოების, სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმი დაწესდება, რაც სექტორის გადასახადების დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის.

მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას მან განაცხადა, რომ აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ.

„აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, ყველა საჯარო მოხელეს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება.

ეს ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს. რაც შეეხება სექტორს და ე.წ. ლენდ კაზინოებს, ჩვენ აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ბიზნესს ექნება ხელშეწყობა და სტიმულირება, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მაგალითისთვის, ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება უკვე 2022 წლიდან გვინდა დავიწყოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე: არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი, როგორც ხელისუფალი მუნიციპალიტეტში, არ ივარგებს!
პოლიტიკა

ოხანაშვილისთვის მანდატის დატოვების მოთხოვნა აბსურდია

ივლისი 1, 2022
0
სტუდენტები პასუხისმგებლობას “ოცნებას” აკისრებენ
პოლიტიკა

სტუდენტები პასუხისმგებლობას “ოცნებას” აკისრებენ

ივლისი 1, 2022
0
დაპირისპირება თელავში
პოლიტიკა

დაპირისპირება თელავში

ივლისი 1, 2022
1
ირაკლი ზარქუა: შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო
პოლიტიკა

ზარქუა: კატუკია თანამდებობას არ შეესაბამებოდა, ის იყო  ზურაბიშვილის მეგობარი

ივლისი 1, 2022
0
იაგო ხვიჩია: სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან
პოლიტიკა

ხვიჩია: ჩხუბი საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა

ივლისი 1, 2022
0
საფრანგეთში საქართველოს ელჩი ზეწოლის გამო გადადგა
პოლიტიკა

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ზეწოლის გამო გადადგა

ივლისი 1, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

სისხლიანი გარჩევა აბასთუმანში

პირს მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის 15 წელი მიესაჯა

მაისი 11, 2022
0
დაკავებულია QQAAZZ-ის 20 წევრი

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებას ცდილობდა

ნოემბერი 23, 2021
0
სენატმა უკრაინის დახმარების პროგრამა Lend-Lease დაამტკიცა,  რომლითაც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე შეუძლია

სენატმა უკრაინის დახმარების პროგრამა Lend-Lease დაამტკიცა, რომლითაც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე შეუძლია

აპრილი 7, 2022
0

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021