ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.
შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მხარდაჭერაზე, ასევე იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პანდემიას, მისგან გამოწვეულ პრობლემებსა და ეკონომიკაში პანდემიის შედეგების გადალახვის გეგმებს.
,,მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, რაც შემეძლება, სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას და კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა.