,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს.
როგორც გიორგი ვაშაძე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა საქართველოში ჩამოვიდეს და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს.
,,თუ სააკაშვილზე გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ შესაძლებლობა უნდა მიეცეს ჩამოვიდეს ქვეყანაში და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს. ჩემს მოსაზრებას გეუბნებით, რომ მიუხედავად დარღვეული შეთანხმებებისა, ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად კოალიციაში. ამ კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიქნები მე, მორჩა და დამთავრდა!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.