გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა.
ამიერიდან საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.
პროკურორის თქმით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით.
გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მტკიცებულებები გაასაჯაროვა.