მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებმა – გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ, ზურაბ და შალვა წოწორიებმა მათთვის წარდგენილი ბრალდება აღიარეს. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ცნობილია, პროკურატურა დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას, ადვოკატები კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.