თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა გენერალურ პროკურატურაში კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს.
,,საკმაოდ სერიოზული საუბარი გვქონდა მთავარ პროკურორთან, მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია, მე გადმომეცა მოცულობითი დოკუმენტაციები, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ქსელებთან. ეს დოკუმენტები ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს.
ამავდროულად მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოშორდა. იყო საუბარი ავტომობილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, საქმეში კი, აუცილებლად ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები. ვგულისხმობ FBI-ის წარმომადგენლებს,” – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ კი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მას პროკურორის იმედი აქვს და შეხვედრით კმაყოფილია.