სოფელ ზეღდულეთის სიახლოვეს ხმაურია, სადაც სოფლის მოსახლეობა 10 წლის წინ გაყიდულ საძოვარ ფართობებზე დავას აგრძელებს.
ოთხი დღის წინ, აღნიშნული სოფლის მოსახლეობამ მიწის მესაკუთრეს ფართობის დამუშავების საშუალება არ მისცეს და ადგილზე მიყვანილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უკან გააბრუნეს.
შეთანხმების მისაღწევად, სოფლის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხუთდღიან ვადაზე შეთანხმდნენ, დღეს კი, შეთანხმებიდან მეოთხე დღეს, სოფლის მცხოვრებთა ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა გადაწყვიტა და 100-მდე ადამიანი ზეღდულეთიდან ავტობანის მიმართულებით ფეხით გაეშურა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. პოლიცია მოქალაქეებს ავტობანზე ასვლის საშუალებას არ აძლევს.