„ამ ფერდობის სტაბილიზაციის მიმართულებით, ვერ გეუბნებით, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს, ძალიან რთული სიტუაციაა“,- ეს კომენტარი გეოლოგმა ლაშა სუხიშვილიმა ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მეწყერს ჰქონდეს „დომინოს ეფექტი“ და პროცესი დაწყებული იყოს გვერდითა ფერდობზეც.
გეოლოგის განცხადებით, ადგილზე ჯგუფი აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპისთვის ის გამოსავალს ვერ ხედავს.