პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე ადასტურებს, რომ პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა. მისი განმარტებით, სახელმწიფო თითქმის 1 წელი ცდილობდა, პური არ გაძვირებულიყო, თუმცა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს რომ დავაკვირდეთ, იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მეტი ხორბალი მოჰყავთ, იქ პურის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოში.
მისი თქმით, პურზე 10 – თეთრიანი ცვალებადობა ისე მტკივნეული არ არის, რომ ამ ფაქტს ფასების მკვერი ზრდა დავარქვათ.
“ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ფქვილის ღირებულების მატება დაიწყო, რამაც ჩვენი წარმოებების მუშაობა გაართულა. პურის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის გაუქმების შემდეგ, თვითღირებულებაში ვერ ვჯდებოდით. როგორც კი მსოფლიო ბაზარზე ცვლილებები იწყებოდა, ეს ჩვენზეც უარყოფითად აისახებოდა. პური არის ის პროდუქტი, რომელზეც ფასების ხშირი ცვალებადობა არასერიოზულობაა, თუმცა, ნამდვილად მტკივნეული პროცესია. ჩვენ ეს საკითხი რამდენჯერმე დავსვით სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე. მინისტრის განმარტება იყო, რომ დღეს საქართველოში პურის ფასი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალია. ამ ადამიანმა თქვა ის სიმართლე, რაც არის. ვფიქრობ, დღეს პურის 10 – თეთრიან მატებას ქვეყანა არ დაუქცევია“,-განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, შეიძლებოდა პური არ გაეძვირებინა, თუმცა არცერთი პური შეფუთული არ გამოვიდოდა. თუმცა, მოსახლეობას ასეთი პური არ უნდა, ითხოვს, რომ ყველა პური შეფუთული იყოს. მარტო შესაფუთი მასალა 15-16 თეთრი ჯდება. მისი თქმით, სიკეთეს აკეთებს პურის წარმოება, რომ სტაბილურად მუშაობს და ფასს ინარჩუნებს.