ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დაიწყება კვლევა, რათა გამოვლინდეს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი უსიმპტომოდ აქვს გადატანილი.
ამასთან, მინისტრის თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან პროცესი მართვადია.