საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი მაშინ, როცა არ არსებობს დაზარალებული.
„დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი მაშინ, როცა არ არსებობს დაზარალებული. დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად.
პირველი კითხვა რაც მაქვს – რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, საჯარო სექტორში მომუშავეს?
რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს?
ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს და აღნიშნული ფაქტი იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ამ კონტროლის ქვეშ.
ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრის,“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.