ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს. მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა. რაც შეეხება ბავშვთა პანსიონს, პანსიონში ამ დრომდე 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
,,გავერკვევით და რაც შესაცვლელია, შევცვლით”, – განაცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას.
მისივე თქმით, ის აქამდე ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს არასოდეს შეხვედრია.
კითხვაზე, ვინ დაიგვიანა რეაგირება პანსიონში შექმნილ ვითარებაზე, მეუფე იაკობმა უპასუხა „სახალხო დამცველმაც და ყველა იმ ორგანიზაციამ, ვინც იცოდა“.