საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ „რემდესივირს“ დაახლოებით ორ კვირაში მიიღებს. ამის შესახებ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მედიკამენტის მოწოდებაზე მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი 30 ნოემბერს მოეწერა.
„რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მქონე მედიკამენტი, თუმცა, უკეთესი დღეს არ არის. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ შემოეტანა „რემდესივირი“, მისი შემოტანა მოხდება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი განმარტებით, „რემდესივირი“, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისთვის იქნება საჭირო.