დილიდან აია-სოფიასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია აშუქებს. დღეს აია-სოფიას ტაძარში 86 წლის შემდეგ პირველად, ღვთისმსახურება შესრულდა.
პარასკევის დღესასწაულის ღვთისმსახურება რელიგიის საქმეთა მმართველის ლოცვით გაიხსნა. ღონისძიებაში პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გარდა ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერი დევლეტ ბაჰსელიც მონაწილეობდა.
10 ივლისს, თურქეთის სასამართლომ გააუქმა 1934 წლიეს ხელისუფლების ბრძანება, რომლის მიხედვითაც აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც შესაბამის განკარგულებას ხელი ერდოღანმა მოაწერა. აია-სოფია, სტატუსის ცვლილების მიუხედავად, ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის კვლავ ღიაა.