მიმდინარე წლის 4 მაისს, სასამართლომ და პროკურატურამ აღიარეს, რომ კომპანია „მაგნატის“ ყოფილ მფლობელს, ჯემალ ლეონიძეს ბანკმა დიდძალი მატერიალური ზარალი მიაყენა და მისი პატიმრობა პოლიტიკური ნიშნით იყო განპირობებული. ჩემი კომპანია “მაგნატის” მიტაცება მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ვახტანგ ბუცხრიკიძემ კარგად ნაცნობი სქემით განახორციელეს, რომელსაც ისინი სხვა ბიზნესმენების გასანადგურებლადაც იყენებდნენ,-აცხადებს ჯემალ ლეონიძე და მამუკა ხაზარაძეს მის დაჭერასა და კომპანია „მაგნატის“ მაქინაციებით ხელში ჩაგდებაში ადანაშაულებს.
ჯემალ ლეონიძე აღნიშნავს,რომ 2008 წლის ბოლოს “თიბისი ბანკმა” კომპანია “მაგნატისგან” საბრუნავი თანხების უკან დაბრუნება მოითხოვა. მან თანხა დააბრუნა, მაგრამ უსახსროდ დარჩა. მისივე განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ შეუთვალა, რომ კომპანია „მაგნატში“ წილის ყიდვა სურდა. ჯემალ ლეონიძის გაკოტრების, მისი დაპატიმრებისა და თაღლითური სქემის შესახებ, ყოფილმა ბიზნესმენმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ ვიდეოინტერვიუში ისაუბრა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://kvira.ge/587448.