რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი ეკონომიკურ, ფინანსურ, საბაჟო და სხვა სფეროებში ერთიანი სივრცის შექმნაზე შეთანხმდნენ.
პროგრამა 2-3 წელზეა გათვლილი და ის „ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრულმასშტაბიანი მონაწილეობისთვის“ ხორციელდება. იგეგმება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ეკონომიკის, ფინანსების, საბაჟო, ენერგეტიკის და სოციალურ სფეროში.
ერთიანი სივრცის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ასლან ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრაზე იყო მიღებული, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას სოხუმის დე ფაქტო მთავრობა ახლა ავრცელებს.