რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სცენაზე დასამონტაჟებელი ტექნიკის ნაწილი გაიტანეს.
როგორც სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს განუმარტეს, იქ, სადაც მათ სცენის მოწყობა სურდათ, ეს ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი და სხვა ალტერნატიულ ადგილზე გადაეტანათ. აქციის ორგანიზატორის თქმით, კი ის ადგილი, რომელსაც სცენისთვის სთავაზობენ, მათთვის მისაღები არ არის.
„დილიდან გვქონდა ხელის შეშლის მცდელობა პოლიციის მხრიდან. გვითხრეს, რომ ამ ადგილზე ვერ გამართავთ აქციას და სხვა ადგილზე განათავსეთ სცენა. არ გვაცალეს და წაიღეს ჩვენი ტექნიკა, მონიტორები. ის ადგილი, რომელსაც გვთავაზობენ, ჩვენთვის მისაღები არ არის და იქ ხალხი ვერ დაეტევა. აქციას მაინც ჩავტარებთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.