რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, გარდაცვლილი პატიმრები სასადილოში სხვის გადასარჩენად იმყოფებოდნენ.
მისი განმარტებით, , ციხიდან მსჯავრდებულმა ოჯახის წევრს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო
პენიტენციური სამსახურის ცნობით, ციხეში ხანძარი გუშინ 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.