რუსთავში 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 14 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს არასრულწლოვანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ალკოჰოლი მიიღეს. არასრულწლოვნის გარდაცვალება სავარაუდოდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდაცველები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.