რუსი კოსმონავტი ქალი ანა კიკინა 2022 წელს ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდით Crew Dragon კოსმოსში გაფრინდება.
ის პირველი რუსი კოსმონავტი იქნება, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკული ხომალდით გაფრინდება.
37 წლის კოსმონავტის გაფრენის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, ეს სავარაუდოდ მომავალი წლის შემოდგომაზე უნდა მოხდეს.
რუსმა კოსმონავტმა გაფრენისთვის ორკვირიანი მზადების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა. 2022 წლის დასაწყისში ის კვლავ გაემგზავრება აშშ-ში,ს ადაც სრული ეკიპაჟით მზადება შედგება.