ვერაზე რჩეულიშვილის ქუჩაზე რკინა–ბეტონის კედელი შენდება, რომელიც ახლომდებარე სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. მთაწმინდის რაიონის გამგებელი თავად იმყოფებოდა რჩეულიშვილის ქუჩის II ჩიხის 14 ნომერში და მიმდინარე სამუშაოებს აკვირდებოდა. მისი თქმით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაიონის რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე გრუნტის ჩამოშლამ შესაძლოა სხვა სახლებიც დააზიანოს. მდგომარეობის შესაბამისა, ეტაპობრივად ხირციელდება საყრდენი კედლის მშენებლონბა. პროექტის განსახორციელებლად მთაწმინდის გამგეობამ ბიუჯეტიდან 103 390 ლარი გამოყო.
მარიანა ქევხიშვილი