მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ამ ეტაპზე 300-მდე ადამიანი შიმშილობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ დროისთვის 9 კარავში ლეიბებია გაშლილი, სადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სამოქალაქო აქტივისტები და ერთ-ერთი სასულიერო პირიც შიმშილობის აქციას მიმართავს.
შიმშილობს თავად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარტიის სხვა ლიდერები, მათ შორის გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი და გიორგი ბოტკოველი.
მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გააჟღერა.
მელიას თქმით, შიმშილობა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება