გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
შაბათი, ივლისი 2, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს წაუყენეს ბრალი

დეკემბერი 10, 2021
სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს წაუყენეს ბრალი

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გეგმა და მარშრუტი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ლორთქიფანიძემ შეიმუშავა.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძე 2021 წლის აპრილში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას შეხვდა და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.

„2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გიორგი ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა, ამჯერად საქართველოში მყოფ ე. ც.-ს და მოსთხოვა მას უკრაინაში ჩასვლა. ე.ც. 20 სექტემბერს მისი კუთვნილი „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და გიორგი ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა.

26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე, სახელწოდებით „VILNIUS“-ი შეიყვანეს.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 28 სექტემბერს, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა აღნიშნული გემი, რომლიდანაც 29 სექტემბერს, ჩამოვიდა ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით და მისაბმელში იმყოფებოდა მსჯავრდებული სააკაშვილი.

ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.წ. გეზთან, მათ ელოდებოდნენ შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ. აღნიშნული ავტომანქანით მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში ჩავიდნენ.

29 სექტემბერს, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი „FORD“-ის ფირმის მიკროავტობუსით, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან გაემართნენ ბათუმის მიმართულებით და იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ.

იმავე დღეს,მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში და გ.ნ-სთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა. სამართალდამცველებმა იგი აღნიშნულ ბინაში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

პროკურორის განმარტებით, გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

სტუდენტზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
საზოგადოება

სტუდენტზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ივნისი 30, 2022
1
სუსმა დუშეთში, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღო
სამართალი

სუსმა დუშეთში, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღო

ივნისი 29, 2022
0
თანამდებობა – თანხის სანაცვლოდ
სამართალი

თანამდებობა – თანხის სანაცვლოდ

ივნისი 29, 2022
1
სააპელაციოს თავმჯდომარედ კვლავ ჩინჩალაძე აირჩიეს
სამართალი

სააპელაციოს თავმჯდომარედ კვლავ ჩინჩალაძე აირჩიეს

ივნისი 28, 2022
1
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მე არ ვარ ვიღაც, საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება
სამართალი

სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ივნისი 27, 2022
0
ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ
სამართალი

ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ

ივნისი 24, 2022
1

გირჩევთ, გაეცნოთ

საფრანგეთში 2 ქართველი დააკავეს

საფრანგეთში 2 ქართველი დააკავეს

თებერვალი 1, 2022
2
თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

მიხეილ რამიშვილი: ჩემს თვალწინ უნდა მომხდარიყო გახსნა

ივლისი 29, 2020
1
ევროპარლამენტარების განცხადება

ევროპარლამენტარების განცხადება

აპრილი 2, 2021
46

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021