საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ის არ აღიარებს პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას. მისი თქმით, იქ იმისთვის არაა, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი იყოს.
პროცესის დაწყებისას დამსწრეებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასაც მოსამართლეების მხრიდან შენიშვნა მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, არ იკამათებს იმ ჰიმნის აკრძალვაზე, რომელიც თავად შექმნა.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, რომელიც სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, პროცესს ესწრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე იმართება. პროცესის პარალელურად სასამრთლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება.