„ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს“, – ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა კითხვას იმის შესახებ თუ როგორ შეაფასებს „ახალი საქართველოს“ ყოფილი ლიდერის გიორგი ვაშაძის „წინასაარჩევნო ქცევას“. ყოფილი პრეზიდენტი მომხდარს ივანიშვილის თამაშს უწოდებს.
„ყოველთვის მომწონდა გიორგი ვაშაძე როგორ ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი და შანსს ვაძლევდი. ზოგი ამართლეს ამ შანსს ზოგი არ ამართლებს. მთელი ცხოვრება ხელით ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. არაფერი პირადი წყენები არ მაქვს. ეს არის ივანიშვილი თამაში, რომ როგორმე დაგვშალოს. ფაქტია, რომ ის გადავიდა ბნელ მხარეს“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.
მე მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის განცხადება და მინდა მივმართო მას, რომ ჩვენ ვართ ნათელ მხარეს და დავამარცხებთ იმ ბნელ მხარეს, რომელიც „დამსხვრეული ოცნებების პარტიამ“ საქართველოში შემოიტანა. გამარჯვებისა და ქვეყანაში სწრაფი ცვლილებებისთვის ჩვენ გვჭირდება არა ერთპიროვნული ან ერთპარტიული სისტემა, ამით ვერ დავამარცხებთ იმ „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“, რომელმაც უმძიმეს ვითარებაში ჩაგვაყენა, არამედ გვჭირდება ერთმანეთთან თანამშრომლობა, საერთო ოპოზიციური ფრონტი, რომლითაც უნდა დავარწმუნოთ ჩვენ მოქალაქეები, რომ საქართველოს აქვს მომავალი“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.