გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
კვირა, მაისი 22, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

სააკაშვილი: ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ, საქართველოში სიკვდილით დასჯას აღდგენდნენ, და, ბედის ირონიით, აღადგენდნენ ჩემთვის

ნოემბერი 8, 2021
ადვოკატი: სააკაშვილის ანალიზების პასუხები შემაშფოთებელია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ   ვერ წარმოიდგენდა თუ წლების შემდეგ საქართველოში სიკვდილით დასჯას ბედის ირონიით მისთვის აღადგენდნენ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სრულიად მიუღებელია მისი ჯანმრთელობის თემის დღის წესრიგის მთავარ საკითხად გადაქცევა და ამით ,,მოპარული არჩევნების ან ხელისუფლების ქართველი ხალხისთვის დაბრუნების გადაფარვა“.

,,1998 წელს, მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ჩემი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოში სიკვდილით დასჯის სამუდამოდ გაუქმების თაობაზე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ, საქართველოში სიკვდილით დასჯას აღდგენდნენ, და, ბედის ირონიით, აღადგენდნენ ჩემთვის. არა უშავს, ყველაფერი ხდება, მაგრამ ბოროტი ვერასდროს ვერ ძლევს კეთილს. აქვე, მინდა მივმართო ყველას. მეგობრებო, მე საპყრობილეში ჩავჯექი და ვშიმშილობ არა იმის გამო, რომ ეს იყოს მთავარი თემა, მე არ გავმხდარვარ ივანიშვილი მძევალი იმისთვის, რომ მთავარი თემა ჩემი უკან გამოხსნა ყოფილიყო. ცხადია, ამაში არც ლოგიკაა და არც რაციონალურობა. მე დავბრუნდი, ნებაყოფლობით მძევლობაში ჩავბარდი და ახლა სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ ჩემი მაგალითით წვლილი შევიტანო ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაში, მისი ევროპული გზის შენარჩუნებაში და რუსული ოლიგარქატის კლანჭებიდან გამოხსნაში.

ამიტომაც, სრულიად მიუღებელია და ყველას ვთხოვ, ნუ აქცევს ჩემი ჯანმრთელობის თემას დღის წესრიგის მთავარ საკითხად, ნუ გადააფარინებს სააკაშვილის შიმშილობის თემას მთავარ ჩვენს მიზანს: მოპარული არჩევნების და ხელისუფლების ქართველი ხალხისთვის დაბრუნების თემას. ჩემი შიმშილობა არის ამის მიღწევის საშუალება, და არ შეიძლება საშუალება უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე მიზანი. და ბოლოს, ჩემთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებელისთვის, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილისმყოფელი დღე იყო. დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩემი ზიარებისთვის“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?
პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?

მაისი 20, 2022
4
ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა
პოლიტიკა

ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

მაისი 19, 2022
0
გთხოვთ სანქციების აღსრულებას
პოლიტიკა

გთხოვთ სანქციების აღსრულებას

მაისი 19, 2022
2
ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა სტოლტენბერგთან
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა სტოლტენბერგთან

მაისი 19, 2022
0
6 წელი – ოთხოზორიას მკვლელობიდან
პოლიტიკა

6 წელი – ოთხოზორიას მკვლელობიდან

მაისი 19, 2022
2
გაბუნია: ვთხოვეთ ელჩს გამოიყენოს ყველა ბერკეტი
პოლიტიკა

გაბუნია: ვთხოვეთ ელჩს გამოიყენოს ყველა ბერკეტი

მაისი 18, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

უძვირფასესი ასტეროიდი

უძვირფასესი ასტეროიდი

დეკემბერი 29, 2020
32
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია:  თვე-ნახევრის სამყოფი  რეზერვი გვაქვს

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია: თვე-ნახევრის სამყოფი რეზერვი გვაქვს

მარტი 8, 2022
0
რუსეთი ნატოსგან ითხოვს, უკან წაიღოს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების დაპირება

რუსეთი ნატოსგან ითხოვს, უკან წაიღოს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების დაპირება

დეკემბერი 11, 2021
0

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021