საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ახლა რუსეთს ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან, უსაფრთხოებისთვის გამოწვევას არ წარმოადგენენ.
როგორც მან Bloomberg-ის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რუსები, რომლებიც საქართველოში მოდიან, არ არიან ისინი, ვინც კმაყოფილნი არიან იმიჯით, რომელსაც საკუთარი მთავრობა უქმნის და, სავარაუდოდ, მოხიბლული არიან მეზობელი ქვეყნით, რომელიც ყოველთვის ტოლერანტული ქვეყანა იყო.
მისი თქმით, ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა. ასე რომ, თუ ისინი მშვიდობიანი და არა სხვა განზრახვით მოდიან, აქ მიესალმებიან. ზურაბიშვილის თქმით, რუსი რომ იყოს, ძალიან არ იამაყებდა და არ ენდომებოდა რუსეთში ცხოვრების გაგრძელება.