საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, მთიან ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე, საქართველოს მხრიდან, აზერბაიჯანი- სომხეთის მიმართულებით, სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი შეჩერდა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით.
„სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება.
საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც საქართველოს საჰერო სივრცეში სრულდება, მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა და ის სრულად შეესაბამება იკაოს სტანდარტებს“,- აღნიშნა ლაშა დარსალიამ.