საქართველოს საპატრიარქო კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობს წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით.
„ბოლო პერიოდში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია.