„რიონის ხეობის“ ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან საჭირო პასუხს ვერ მიიღებენ, პროტესტის ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და საპროტესტო მუხტი უფრო აიწევს.
„მათ თქვეს, რომ დღესვე მოხდება პრემიერთან ამ საკითხის განხილვა და პარასკევს არ გადასცილდება პასუხი.
თუ პირობები არ შესრულდა, ბუნებრივია, გავაგრძელებთ პროტესტს. ფართო მასშტაბიანი აქციების გზით წავალთ. კიდევ უფრო დაიძაბება პროცესი იმიტომ რომ, შეგნებულად გაწელა მთელი ეს კვირა ხელისუფლებამ, იმისთვის რომ არ გვითხრა პასუხი.
თუ კოვიდს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ვერ შევძლოთ პროტესტის სრულფასოვნად წამართვა, ეს პირიქით აწევს საპროტესტო მუხტს“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.