“საქართველოს ბანკმა” აგრო მიმართულების მხარდაჭერას მიზნით, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარტნიორობა დაიწყო.
როგორც ბანკში განმარტავენ, თანამშრომლობა მეთხილეობის მიმართულების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობის ან მოსავლის აღებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებას განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ. აგროსესხი მეთხილეებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ დაფინანსების მიღების მარტივი პროცედურით, ასევე, მიიღონ საკრედიტო ლიმიტის გაზრდილი მოცულობა.
ელენე დათეშიძე