დღეს 16 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ივლისამდე მთელ საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელი ძლიერი ნალექის გამო, შესაძლოა მოხდეს საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. ზღვაზე შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ბალიანი ღელვა.
მარიანა ქევხიშვილი