საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისი ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1006 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი, ჯამში სულ კლინიკებიდან 883 პირია გაწერილი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.
მონიკა დავლიანიძე