დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 335 შემთხვევა.
ომიკრონი კოვიდ 19-ის ახალი შტამია, რომელიც უკვე სწრაფად ვრცელდება მსოფლიოში. საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა.
ჯამში კი საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3567 ახალი შემთხევვა დადასტურდა ლაბორატორიულად და კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდ 19-ის პანდემიმას საქართველოში ამ დრომდე თითქმის 15 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.