თბილისში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება. ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა და ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გახსნეს.
პრეზენტაციების დასრულების შემდგომ სლოვაკური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები გაიმართება.
შეხვედრის ფარგლებში ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, ბიზნესკავშირები დაამყარონ სლოვაკურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.