სახელმწიფო კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზე დაწინაურდა, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ პოზიციაზე ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის შემდეგ, მეორეა – ინფორმაციას ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი ავრცელებს.
ანგარიში აფასებს: სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს.