თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარეობს.
ყოფილ პრეზიდენტს ეს ბრალდება დაახლოებით, ერთი თვის წინ წაუყენეს, თუმცა სასამართლო პროცესი პირველად დღეს იმართება.
მიუხედავად თავად სააკაშვილის და მისი ადვოკატების მოთხოვნისა, ბრალდებული სასამართლოში არ მიუყვანიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.