საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა. ალჟირის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდა. თოვა ალჟირის ქალაქ აინ-სეფრის სიახლოვეს კვირას დაიწყო. ყველაზე ცხელი უდაბნოს პატარა ქალაქში ქვიშის ფერდობები თოვლით დაიფარა. რამდენიმე საათში თოვლის საფარმა რიგ მონაკვეთებზე 40 სანტიმეტრს მიაღწია, თუმცა დღის ბოლოსთვის თოვლი დადნა.
მსოფლიოში ყველაზე ცხელი უდაბნო ახლა, ნაწილობრივ, თოვლით არის დაფარული. აინ-სეფრაში, რომელიც ცნობილია, როგორც უდაბნოს კარიბჭე, თოვლი და ყინული საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. უჩვეულო ბუნებრივი მოვლენა საჰარის უდაბნოში გასულ წელსაც დაფიქსირდა, რაც 1979 წლის შემდეგ აღარ მომხდარა.