სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიასთან კომისიის 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2022 წლის გეგმები წარადგინა. მისი განმარტებით კომუნალური ტარიფების ზრდა არ იგეგმება. ნარმანიას თქმით სემეკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის უფლებებზე და მხოლოდ 2021 წელს მარეგულირებელმა კომისიამ მოსახლეობას კომპანიებისგან უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მლნ ლარე მეტი დავალიანება ჩამოაწერა.
,,ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ტარიფების მატება არ იგეგმება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა კომპანიების მიერ ზედმეტობით დარიცხულ თანხებზე და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ სემეკს ან გადაამოწმონ დარიცხვა *303#-ის მომსახურების საშუალებით.