იტალიის კუნძულ სიცილიაზე ჰაერის ტემპერატურა 49 გრადუსს აღწევს.
ეს ბოლო წლების აბსოლუტურ რეკორდს შეადგენს. მაღალი სიცხის გამო სიცილიაზე რამდენიმე ხანძარი მძვინვარებს.
ევროპის კონტინენტზე აქამდე დაფიქსირებული ტემპერატურის რეკორდი 48 გრადუსს შეადგენდა, რაც ათენში 1977 წელს დაფიქსირდა.
მეცნიერები რეკორდულად მაღალ სიცხეს კლიმატის გლობალურ ცვლილებას უკავშირებენ.