სვანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. დღეს გამოვლენილი 14 შემთხვევიდან 12 სწორედ სვანეთიდანაა. სულ რეგიონში 30 შემთხვევაა. სვანეთში მესამე დღეა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ.
,,ეპიდემიოლოგები მუშაობენ, გვინდა მათ სრული მოსახლეობა მოიცვან და გამოიკვლიონ. გაჟღერდა ვერსია, რომ თითქოს სასურსათო დეფიციტი იყო ლენჯერის მუნიციპალიტეტში რაც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს,”- აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი.