მსახიობი სოფიკო ჭიაურელი დღეს 84 წლის გახდებოდა. ის 1937 წლის 21 მაისს, თბილისში დაიბადა.
კინოსა და თეატრში მას 100-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. მსახიობი 2008 წლის 2 მარტს გარდაიცვალა.
სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე დღეს, 18:00 საათზე, კინოსტუდიის ეზოში აღინიშნება. ღონისძიებაზე აჩვენებენ ფრაგმენტს პატრიკ კაზალსის ფილმიდან და დაირგვება მსახიობის სახელობის ხე.