სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს.
ანკარაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დავა საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოგვარდეს”.
„თუ თურქეთის პრეზიდენტს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა მართლა სურს, მან ანგაჟირებული და შაბლონური განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს, როდესაც „საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე“ საუბრობს.“
სოხუმი მოუწოდებს ყველა რეგიონულ კონსტრუქციულ ძალას, რომ ქართველი პარტნიორების ყურადღება გაამახვილონ „აფხაზეთთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობების დამყარებაზე“.