პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში არანაირი სრული „ლოქდაუნის“ დაწესება არ იგეგმება.
ასევე, არ იგეგმება არანაირი შეზღუდვა გადაადგილების აკრძალვაზე.
„არაფერი იცვლება, როგორც განვაცხადეთ მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე ავტომობილებით თუ ფეხით.
ერთადერთი, სავაჭრო ობიექტები, რომლებიც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. ამის აუცილებლობა არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.