განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სამედიცინო ფაკულტეტის უფროსკურსელების გადამზადების პროცესი უკვე დაიწყო.
მისი თქმით, შემდეგი კვირის ორშაბათიდან შეიქმნება უფროსკურსელთა სამედიცინო ბაზა, რომლებსაც ტრენინგი ექნებათ გავლილი და საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ექიმებს დაეხმარებიან.
„ეს არის სწრაფი კურსი. აქ შედის, როგორც ქოლცენტრში თანამშრომლობა, ასევე კოვიდ სასტუმროში ან საკარანტინე სივრცეში. ცხადია, სტუდენტები ექიმებს არ ჩაანაცვლებენ, ისინი მათი ასისტენტები იქნებიან“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.