ოქტომბერში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წელთან შედარებით 12.8%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია სურსათის ფასების 18%-იანმა მატებამ, ასევე საწვავის გაძვირებამ, რამაც ტრანსპორტის ჯგუფში გაზარდა ფასები.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული 43.0%, ზეთი და ცხიმი 31.6%, პური და პურპროდუქტები 19.4%, რძე, ყველი და კვერცხი 18.2%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 18%, თევზეული 16.0%, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 13%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 11.2%.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6%-ით.
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9%-იანი მატება. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 13.9%, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 4.5%.