დონალდ ტრამპი აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ემილი მერფის ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. მას ავიწროებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ჩვენი საქმე გრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ამის მიუხედავად, ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილის და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი, რაც გასაკეთებელია პროტოკოლის მიხედვით და ანალოგიურ რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდსაც“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამის მიუხედავად, ტრამპმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს გამარჯვებისთვის ბრძოლას.