გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ქვეყნის უმეტეს რაიონში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
დასავლეთს საქართველოში დაბლობ და სანაპირო რაიონებში, ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა შუადღეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის მაქსიმალური დაბლობში +26-28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, მთიან რაიონებში კი, 1-2 გრადუსით მეტი.
15 ივლისიდან რამდენიმე დღით გამოიდარებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 14-15 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა +32-34 გრადუსი დაფიქსირდება.